,,ხიდმშენი” 1939 წელს დაარსდა, თუმცა როგორც სააქციო საზოგადოება დარეგისტრირდა 1996 წელს. დღეისთვის ,,ხიდმშენი” წარმოადგენს წამყვან სატრანსპორტო სპეციალიზებულ სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციას. მას აქვს უდიდესი გამოცდილება ხელოვნურ ნაგებობათა მშენებლობის სხვადასხვა დარგში, მათ შორის: რკინიგზის საავტომობილო ხაზების, გზაგამტარების, ესტაკადების, საპორტო ნაგებობათა მშენებლობაში. ,,ხიდმშენი” არსებობს 67 წელიწადია და ამ ხნის განმავლობაში 1000-ზე მეტი ობიექტი ააშენა. სააქციო საზოგადოებას ქ. გორში, სადგურ ველსა და ავჭალაში გააჩნია მძლავრი საწარმოო ბაზა, მრავალპროფილიანი საწარმო კომბინატი, მექანიზაციის სამმართველო, ბეტონის ქარხნები და ინერტული მასალების მსუბუქი შემავსებლების საკარიერო მეურნეობები. ,,ხიდმშენს” ხელმძღვანელობენ გამოცდილი სპეციალისტები: ჯიმი მამალაძე, გრიგოლ ჩიქოვანი, გურამ კიზირია, ანდრო აბრამიძე და ოთარ ლომსაძე. ,,ხიდმშენის” წარმატებებს მისი კარგი მენეჯმენტი განაპირობებს.
,,ხიდმშენის” ხელმძღვანელობის განცხადებით, ორგანიზაციას შესწევს უნარი სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე დონეზე დააპროექტოს ნებისმიერი სირთულის ობიექტი, დამკვეთისათვის მისაღებ პირობებში გამოიყენოს, აღადგინოს, შეაკეთოს თანამედროვე კონსტრუქციები და ტექნოლოგიები, გარემო პირობების გათვალისწინებით გამოიყენოს არასტანდარტული მეთოდები და განახორციელოს მშენებლობის სწორად ორგანიზება.
,,ხიდმშენს” ურთიერთობა აქვს რისეთის და სხვა ახლომდებარე სახელმწიფოების ხიდების მშენებელ სპეციალიზებულ მსხვილ ორგანიზაციებთან, რაც განაპირობებს მის წარმატებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს ,,ხიდმშენის” პროდუქციის მრავალფეროვნებას.
სს ,,ხიდმშენს” დღეს ხელმძღვანელობენ ბ. ჭიღვარია, ჯ. მამალაძე და გ. ჩიქოვანი.
|