ისტორიაGEO | ENG | RUS
დაარსებიდან დღემდე ,,ხიდმშენმა” განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა:

• 1939 წელს ქალაქ გორში საბჭოთა კავშირის რკინიგზის მიმოსვლის სახალხო კომისარიატში ამოქმედდა ხიდმშენი – მშენებლობა #61. მისი უფროსი იყო ანდრო ცქიტიშვილი.
• 1961 წელს ხიდმშენი – მშენებლობა #61 გადაკეთდა საკავშირო მნიშვნელობის სპეციალურ სამმართველოდ #571.
• 1995-1960 წლებში საბჭოთა კავშირის მიმოსვლის სამინისტრომ მშენებლობა #61-ის ბაზაზე ჩამოაყალიბა ხიდმშენი მატარებელი #454 (უფროსი ვახტანგ ნიჟარაძე, 1956-57 წლებში – თამაზ ქოქოსაძე). ამ უკანასკნელის დაარსება ზესტაფონი-ჭიათურის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას უკავშირდებოდა.
• 1960 წელს საბჭოთა კავშირის მთავრობამ გამოსცა ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საკავშირო მნიშვნელობის ხაზების მშენებლობა გადაეცა სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს. ადრე მათი მშენებლობის უფლებამოსილება რკინიგზის მიმოსვლის სამინისტროს ეკუთვნოდა.
• 1966 წელს სპეცსამმართველო #571-ს ახალი სახელი ეწოდა – ხიდმშენი #481. მისი უფროსი იყო ანდრო ცქიტიშვილი.
• 1973 წელს სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ხიდმშენი რაზმი #39. იგი ჩამოყალიბდა ხიდმშენი მატარებელი #481-ისა და #454-ის ბაზაზე. მისი უფროსი იყო ბ. ხარებავა, ხოლო 1976 წლიდან – ბორია ჭიღვარია.
• 1984 წლიდან მთავრობის გადაწყვეტილებით მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყო დიდი გარდაქმნები. ამიერკავკასიაში ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობა დაიწყო, რამაც ახალი სამშენებლო ორგანიზაციების შექმნას შეუწყო ხელი. ხიდმშენი #39-ის უფროსის ბატონ ჯ. მამალაძის დიდი მცდელობის შედეგად შეიქმნა ტრესტი #12. იგი დაარსდა სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს განკარგულებით, თბილისის ხიდმშენი რამზი #39-ის (უფროსი გ. კიზირია), ვლადიკავკაზის ხიდმშენი მატარებელი #479-ისა (უფროსი ი. აზნაუროვი) და პიატიგორსკის ხიდმშენი რაზმი #40—ს (უფროსი ვ. კობახიძე) ბაზაზე.
• 1984 წლს ხიდმშენის მეთორმეტე ტრესტში ბორია ჭიღვარიამ ჩამოაყალიბა ქუთაისის ხიდმშენი რაზმი #108 (უფროსი ა. აბრამიძე), საგურამოში – ხიდმშენი რაზმი #120 (უფროსი გიორგი მამრიკიშვილი) და მექანიზაციის სამმართველო (უფროსი ოთარ ცქიტიშვილი). უამრავი ახალგაზრდა სპეციალისტი დასაქმდა, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. ამ ღონისძიებების შედეგად შეიქმნა კონკურენტუნარიანი ჰარემო. ამ წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი, რის გამოც ხიდმშენის მეთორმეტე ტრესტმა სტატუსი შეიცვალა. იგი გარდაიქმნა საქართველოს სახელმწიფო საწარმო ფირმა ,,ხიდად” (უფროსი ბორია ჭიღვარია).
მის დაქვემდებარებაში დარჩა:
- ხიდმშენი რაზმი #39 (უფროსი გურამ კიზირია),
- ხიდმშენი რაზმი #108 (უფროსი ანდრო აბრამიძე),
- მექნიზაციის სამმართველო (უფროსი ოთარ ცქიტიშვილი),
- გორის, ველის, ავჭალის საწარმო კომბინატები.
• 1993 წელს საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით აღწერეს და შეაფასეს ფირმა ,,ხიდის” მთლიანი ქონება.
• 1996 წელს ფირმა ,,ხიდის” ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზოგადოება ,,ხიდმშენი”, რომლის გენერალური დირექტორი გახდა ბორია ჭიღვარია.