პროექტები GEO | ENG | RUS
ჩვენ შესახებ
მიღწევები
პარტნიორები
1996 წელს სახელმწიფო ფირმის საფუძველზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება ხიდმშენი, თუმცა მისი ისტორია იწყება გაცილებით ადრე 1939 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი საფეხური განვლო. ხიდმშენს აშენებული აქვს 2 000 მეტი საინჟინრო კონსტრუქცია მისი 71 წლიანი ისტორიის მანძილზე. მის საკუთრებაშია უზარმაზარი საწარმოები, რომლებიც მდებარეობს გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ფონიჭალაში. ასევე მას შესრულებული აქვს მრავალპროფილიანი საკომბინატე სამუშაოები, მექანიზაციები, ბეტონის სამუშაოები, ინერტული მასალების კარიერული სამუშაოები. ხიდმშენის მიერ აშენებულ კონსტრუქციებს შორის არის საყოველთაოდ ცნობილი ხიდები საქართველოსა და კავკასიის სხვა რეგიონებში. მაგალითად, ბარათაშვილის ხიდი თბილისში, რკინიგზა რუსთავში, წითელი ხიდი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ხიდი სომხეთში სევანის ჰესის არხზე, სარკინიგზო ხიდები გაგრაში, საგზაო ხიდები რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში, დაკიდული ხიდები თბილისში, ფოთსა და ბორჯომში. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული მთელ რიგ უნიკალურ პროექტებში, როგორიც არის მაგალითად, წმ. ნინოს და წმ. გიორგის ძეგლების მონტაჟი, გამოფენის შენობის მთავარი შესასვლელი სავაცჰრო კომპლექსი ვარდების რევოლუციის მოედანზე და ა.შ. წაიკითხე სრულად დღეისთვის ,,ხიდმშენი” წარმოადგენს წამყვან სატრანსპორტო სპეციალიზებულ სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციას. მას აქვს უდიდესი გამოცდილება ხელოვნურ ნაგებობათა მშენებლობის სხვადასხვა დარგში, მათ შორის: რკინიგზის საავტომობილო ხაზების, გზაგამტარების, ესტაკადების, საპორტო ნაგებობათა მშენებლობაში. ,,ხიდმშენი” არსებობს 71 წელიწადია და ამ ხნის განმავლობაში 2000-ზე მეტი ობიექტი ააშენა. სააქციო საზოგადოებას ქ. გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ფონიჭალაში გააჩნია მძლავრი საწარმოო ბაზა, მრავალპროფილიანი საწარმო კომბინატი, მექანიზაციის სამმართველო, ბეტონის ქარხნები და ინერტული მასალების მსუბუქი შემავსებლების საკარიერო მეურნეობები. ,,ხიდმშენს” ხელმძღვანელობენ გამოცდილი სპეციალისტები: ჯიმი მამალაძე, გრიგოლ ჩიქოვანი, გურამ კიზირია, ანდრო აბრამიძე და ოთარ ლომსაძე. ,,ხიდმშენის” წარმატებებს მისი კარგი მენეჯმენტი განაპირობებს.

CRCC china railway construction company
grupo usabiaga
M.e.s.c. San. Tic. Ltd
zimo Ltd

 

 

© KHIDMSHENI JSC SINCE 1939 Designed by Lukazet.com