ახალიGEO | ENG | RUS

თბილისის შემოვლითი რკინიგზა - XXI საუკუნის პროექტი

  

შ.პ.ს. «საქართველოს რკინიგზა» ახორციელებს «თბილისის შემოვლითი რკინიგზის» პროექტს, რომლის მიზანია თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლა თბილისის ზღვის ჩრდილოეთით ახალი სარკინიგზო ტრასის საშუალებით. პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის განტვირთვას და განვითარებას.

ახალი რკინიგზის მშენებლობას ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ ჩაუყარეს საფუძველი.

პროექტი რომელიც 2013 წელს უნდა დასრულდეს უკვე შეფასდა 21 საუკუნის პროექტად. თბილის შემოვლით რკინიგზის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ქართულ-ჩინური კონსორციუმის წარმოამდაგენელი საქართველოში ს/ს „ხიდმშენი“ განახორციელებს.

„ახდება ძალიან ბევრი თბილისელის ოცნება. ის ოცნება, რომელიც უკავშირდება 21-ე საუკუნის თბილისის განვითარებას. მარტო მშენებლობის სტადიაზე 3 000 თბილისელი იქნება დასაქმებული. გამონთავისუფლებული ტერიტორია, რეალურად, იქნება თბილისის ახალი ცენტრი, საქმიანი ზონა, სადაც უამრავი მაღალანაზღაურებადი და მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილი შეიქმნება ისევ ჩვენი თბილისელებისათვის. ეს არის დიდი პროექტის დასაწყისი. იმ პროექტის დასაწყისი, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს უქადის თბილისს და თბილისელებს 5, 10, 15 წლის პერსპექტივაში. სწორედ ასეთი პროექტებით, ესე ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ის გარემო თბილისში, რასაც სვლა კეთილმოწყობიდან და კეთილდღეობამდე ქვია,“- განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას თქმით, „ეს არის საინჟინრო-სამშენებლო პროექტი. სამშენებლო ბიუჯეტი გახლავთ 168 მლნ ევრო. დიდი მასშტაბებით წავა მშენებლობა, ვინაიდან კონსტრუქციული ნაწილი საკმაოდ რთულია.მოიცავს დაახლოებით 5 კმ გვირაბების და 3 კმ-ზე მეტს ხიდების მშენებლობას. დასაქმების რაოდენობაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება. დასაქმდება2-დან 3 ათასამდე ადამიანი. ეს არის საქართველოს რკინიგზის მიერ მოზიდული სესხი, კომერციული პირობებით, სახელმწიფოს გარანტიის გარეშე, რომლითაც ხდება ამ პროექტის დაფინანასება.